გამოიცანი და მოიგე

დღის მანძილზე არაერთხელ გვიწევს საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა. სახლიდან სამსახურამდე, სამსახურიდან შეხვედრაზე, შეხვედრიდან ისევ ოფისში და ასე დაუმთავრებლად. დილიდან საღამომდე ძალიან დიდი რაოდენობის მგზავრი გადაადგილდება თბილისის მასშტაბით (და არა მხოლოდ) სამარშუტო ტაქსებით, თუმცა აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ გაუთავებელი საცობები და გადატვირთული მოძრაობა ხშირად უქმნის ადამიანებს დისკომფორტს. ოდესმე დაკვირვებიხართ მგზავრებს გადაადგილების დროს? ზოგი წიგნს კითხულობს, ზოგი მუსიკას უსმენს, სტუდენტები საგამოცდო მასალებს იმეორებენ უნივერსიტეტისკენ მიმავალ გზაზე, ბავშვები კი სახლებს, შენობებს, მანქანებსა და ხეებს აკვირდებიან და ზოგჯერ ძალიან სასაცილო შეკითხვებსაც უსვამენ მშობლებს რაც ყველას ამხიარულებს.

CCloan-ის ჯგუფმა ბევრი იფიქრა თუ ცოტა, იმის შესახებ, თუ როგორ დავხმარებოდით მოსახლეობას ამ პრობლემების დაძლევაში რაც გულისხმობს გადატვირთულ მოძრაობას და საცობებს, გადავწყვიტეთ დაგვეწყო კამპანია #განიტვირთე, რომელიც სამარშრუტო ტაქსში დახარჯული წუთების უფრო საინტერესოდ გატარებას ემსახურება და თან როდესაც ეს ყველაფერი პრიზების მოგების საშუალებასაც იძლევა, შეუძლებელია დრო ისევ ისე უფერულად გაატაროთ როგორც ამას აქამდე აკეთებდით.

თქვენ წარმოიდგინეთ, ამ დროს მანქანით მგზავრობაზეც კი შეიძლება უარი თქვათ, რადგან პარკინგის ძენბაში დაკარგული დრო და თქვენს წინ გაჩერებული მანქანების ყურება სახალისო ნამდვილად არაა. ხოლო თუ გასართობი აქტივობა მოგების შანსსაც გაძლევთ, დაგვიჯერეთ მანქანაში ჯდომით ამ შესაძლებლობის გამოყენების საშუალება ნამდვილად არ გექნებათ. ამიტომ, გადმოჯექით საზოგადოებრივ ტრანსპორტში და მოიგეთ საჩუქრები.

რა არის ამასთვის საჭირო? ბევრი არც არაფერი, თუ სახლში დაგრჩება ნივთი, რომლითაც გზაში აპირებდი თავის შექცევას, აღარ დანაღვლიანდე რადგან CCloan-მა შენთვის სახალისო გასართობი კამპანია წამოიწყო, რომელიც ბავშვობაში ხშირად გაგონილი ანდაზების ამოცნობას გულისხმობს. შენ უბრალოდ უნდა დაელოდო სამარშუტო ტაქსის სასურველ ნომერს, კომფორტულად მოკალათდე, წინ გაიხედო და გონება გაივარჯიშო, ანდაზების გამოცნობა აზროვნებასაც უფრო სხარტს ხდის და დროის მხიარულად გატარების საშუალებასაც იძლევა. თუ თქვენს პატარა შვილთან ერთად მგზავრობთ, შეგიძლიათ ისიც ჩართოთ ამ სახალისო თამაშში და მთელი გზა აზრიანად გაატაროთ. ჩვენი ლოგოთი დართული გამოცანების პოსტერის აღმოჩენის შემთხვევაში სულ რამდენიმე მოქმედება უნდა გააკეთო : გამოიცნო ანდაზა, გაიზიარო სოციალურ ქსელში, მონიშნო ჰეშთეგი #განიტვირთე და მოიგო პრიზები CCloan-სგან.

სისი ლოუნ მსოფლიოში:
Flag of Kazakhstan
Flag of Georgia
Flag of Ukraine
საკონტაქტო ინფორმაცია
მიკროსაფინანსო ორგანიზაცია
შპს „სისი ლოუნ“

საქართველო, თბილისი 0179

ი.ჭავჭავაძის გამზირი #23-23ა

ტელეფონი: +995 32 205-02-02

*0502

ელ.ფოსტა: contact@ccloan.ge

საბანკო რეკვიზიტები
გადახდის საშუალებები:
the logos of partner banks